Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ინდოეთთან 3 მილიარდიან სამხედრო გარიგებას მოაწერა ხელი


ინდოეთში ვიზიტად მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნიუ დელიში მიაღწია რუსეთ-ინდოეთის სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას, რომელიც ინდოეთისათვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის საფასურის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას ითვალისწინებს. ორშაბათს კი ამ შეთანხმების ფარგლებში ხელი მოეწერე ორ კონტრაქტს. პირველი 74 ერთეული მძიმედ აღჭურვილი შვეულმფრენის მიყიდვას ითვალისწინებს. მეორე კონტრაქტის თანახმად კი ინდოეთი რუსეთისაგან შეიძენს სუხოის წარმოების 30 ერთეულ MKI-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.
XS
SM
MD
LG