Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ მიუღია ამნისტიის კანონი


საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ამნისტიის კანონი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ მიუღია - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მაჯგალაძემ. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს ადმინისტრაციაში კანონის შესვლიდან 10 დღე აქვს და მანამდე შესაძლო ვეტოს თემით სპეკულირება უხერხულია.
XS
SM
MD
LG