Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი ქალი სამკურნალოდ სინგაპურში გადაიყვანეს


ახალგაზრდა ქალი, რომელიც დელის ავტობუსში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა - რამაც ინდოეთის დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია - სამკურნალოდ სინგაპურში ჩაიყვანეს. სინგაპურის საავადმყოფოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის „უაღრესად კრიტიკულ მდგომარეობაში“ იმყოფება. როგორც იუწყებიან, 23 წლის ქალი კვლავ აპარატზეა მიერთებული. არის ცნობები, რომ მას სპეციალიზირებული მკურნალობა ესაჭიროება და შეიძლება ორგანოს გადანერგვაც დასჭირდეს. 16 დეკემბერს მომხდარმა ამ საზარელმა ფაქტმა - ქალაქში მოძრავ ავტობუსში სასტიკი გაუპატიურების შემთხვევამ - დელიში და ინდოეთის სხვა ქალაქებში მასობრივი და დროდადრო ძალადობრივი გამოსვლები გამოიწვია. ერთი პოლიციელი დაიღუპა აქციების მონაწილეებთან შეტაკებისას. გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ექვსი მამაკაცი დაკავებულია.
XS
SM
MD
LG