Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ბოლო დღეა „ფისკალური უფსკრულისაგან“ გადასარჩენად


შეერთებულ შტატებში კანონმდებლებს 24 საათზე ნაკლები რჩებათ ე.წ. „ფისკალური უფსკრულისათვის“ თავის ასარიდებლად. ასე უწოდებენ ადრე შეთანხმებულ ზომას - 600 მილიარდი დოლარის მომცველ, გადასახადების გაზრდას და ხარჯების შეკვეცას, რაც, ძალაში შესვლის შემთხვევეაში, რეცესიას გამოიწვევს. აშშ-ის სენატის და კონგრესის ლიდერები კვირას ხანგრძლივ მოლაპარაკებებზე ცდილობდნენ უთანხმოების დაძლევას. შეხვედრები დღესაც გაგრძელდება. პრეზიდენტ ბუშის მმართველობისას შემოღებულ ზომას, რომელიც გადასახადების შემცირებას ითვალისწინებს, ავტომატურად გაუვა ვადა 2012 წლის დასრულებასთან ერთად და შეერთებული შტატების მოქალაქის წლიური გადასახადები, საშუალოდ, 2000 დოლარით გაიზრდება. თუ ამერიკელი კანონმდებლები ახალი წლის დადგომამდე ვერ მიაღწევენ ერთსულოვნებას ბიუჯეტის დეფიციტის ნაკლებად მკვეთრი ზომებით შესამცირებლად, ძალაში შევა ზომები, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადების მკვეთრ ზრდასა და ხარჯების შეკვეცას.
XS
SM
MD
LG