Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიჟიტ ბარდო რუსეთში წასვლით ემუქრება საფრანგეთს სპილოების გამო


ჟერარ დეპარდიეს, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მაგალითს შეიძლება მიბაძოს და რუსეთს თავშესაფარი თხოვოს ბრიჯიტ ბარდომ, წარსულში ცნობილმა მსახიობმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა. ბარდომ დაიმუქრა, რომ თუ ცირკის ორ ავადმყოფ სპილოს დახოცვენ, ანუ სამედიცინო ტერმინით, ევთანაზიას ჩაუტარებენ, ის რუსეთში თავშესაფარს მოითხოვს. ბარდოს განცხადებით, მთავრობამ ყური არ ათხოვა მის არაერთჯერად მიმართვას, გადაარჩინონ სპილოების წყვილი, რომლებსაც ტუბერკულიოზი სჭირთ. ბარდოს თანახმად, თუ სპილოებს დახოცავენ, ის რუსეთის მოაქლაქეობას მოითხოვს „რათა გაიქცეს ამ ქვეყნიდან, რომელიც ცხოველთა სასაფლაოდ იქცა.
XS
SM
MD
LG