Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმუდ აბასმა პალესტინელთა ავტონომიისთვის სახელის გადარქმევის განკარგულება გასცა


პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მთავრობას განკარგულება გასცა, პალესტინის ადმინისტრაციას ოფიციალურად დაერქვას სახელმწიფო პალესტინა. მისი სიტყვებით, ახალი სახელწოდება მითითებულ უნდა იქნეს ყველა საფოსტო მარკაზე, ბეჭედსა და ოფიციალურ ბლანკზე. როგორც აბასის განცხადებაშია ნათქვამი, ეს ზომა მორიგი ნაბიჯი იქნება „ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის“ გზაზე მაშინ, როცა ისრაელი ჯერ კიდევ აკონტროლებს სანაპიროს ტერიტორიის ნაწილს. ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოიწონა აბასის განაცხადი პალესტინელთა სტატუსის ასამაღლებლად „მეთვალყურე სახელმწიფომდე“.
XS
SM
MD
LG