აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია 2012 წლის ექსპორტზე. ამ მონაცემებით, 2012 წელს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით თურქეთის ქალაქ ჯეიჰანში ჩავიდა 20,2 მლნ ტონამდე ნავთობი, რაც წინა წლის მაჩვენებელზე, 22,97 მლნ ტონაზე ნაკლებია. მეორე მხრივ, 3,8%-ით გაიზარდა ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გადაქაჩული ნავთობი - მან ორ ტონას გადააჭარბა. აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოების გასაზრდელად და კონტრაქტები აქვს გაფორმებული რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის დასავლეთში, რუსეთსა და აზიაში დაფუძნებულ ფირმებთან, კასპიის ზღვაში საბადოების ასათვისებლად.
ყველაზე პოპულარული
1