Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი გმობს ქაშმირში მომხდარ თავდასხმას


ინდოეთი მკაცრად გმობს ქაშმირის რეგიონში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, მისი განცხადებით, პაკისტანელმა ჯარისკაცებმა მოკლეს ორი ინდოელი სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სალმან ხერშადის განცხადებით, ინციდენტს არ უნდა მოჰყვეს დაძაბულობის გამწვავება. ქაშმირი ტერიტორიულ უთანხმოებას იწვევს ინდოეთსა და პაკისტანს შორის, რომლებმაც სამჯერ იომეს ამ რეგიონის გამო. ინდოეთის არმიის ცნობით, პაკისტანელი ჯარისკაცები სამშაბათს შეიჭრნენ ინდოეთის ტერიტორიაზე, მოკლეს ორი ჯარისკაცი. პაკისტანი უარყოფს თავდასხმაში მისი ჯარისკაცების მონაწილეობის ბრალდებას.
XS
SM
MD
LG