Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა მეამბოხეებმა 48 ირანელი გაათავისუფლეს, მთავრობის მიერ 2130 პატიმრის გამოშვების სანაცვლოდ


სირიელმა მეამბოხეებმა 48 ირანელი გააათავისუფლეს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარების მიერ დაკავებული 2130 პატიმრის გამოშვების სანაცვლოდ. ამ პროცესში შუამავლობდა თურქეთში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია. თურქეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ანადოლუს ცნობით, დამასკში გათავისუფლებულ პატიმრებს შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და თურქეთის ოთხი მოქალაქე. ხოლო მეამბოხეები აცხადებენ, რომ მათ მიერ აყვანილი ტყვეები იყვნენ ირანის სამხედრო რევალუციური გვარდიის წევრები. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ალი აკბარ სალეჰიმ შარშან ზაფხულში განაცხადა, რომ სირიაში მეამბოხეთა მიერ დაკავებულებს შორის მართლაც იყვნენ რევოლუციური გვარდიის წევრები, ოღონდ, მისი თქმით, ყოფილი წევრები. ირანი სირიის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა და, მეამბოხეების თქმით, რევოლუციური გვარდია აქტიურად მონაწილეობს სირიაში 2011 წლის მარტში დაწყებული ამბოხების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში.
XS
SM
MD
LG