უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომა, პატიმრობა 10 ათასი ლარის გირაოთი შეუცვალა. დღესვე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ამავე საქმეზე ბრალდებული იოსებ გიგუაშვილი. მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებისა, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მის წინაააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის სხვა საქმის განხილვა. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ბრალდებულ კიდევ ექვს პირს.
ყველაზე პოპულარული
1