Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტიის კანონი ძალაში 12 იანვრიდან შევა


დღეს იწურება ამნისტიის ვეტოდადებულ კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერისათვის გათვალისწინებული ვადა. თუ დღის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი კანონს ხელს არ მოაწერს, იგი ძალაში 12 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმოწერით შევა. კანონის აღსრულება დაიწყება 13 იანვარს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული 190-ვე ადამიანი დატოვებს. რაც შეეხებათ სხვა მსჯავრდებულებს, პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოსთვის ამნისტირებულ პირთა საქმეების გადასაგზავნად ორკვირიანი ვადა მისცა.
XS
SM
MD
LG