Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზბეგის რაიონში გარდაცვლილი იპოვეს სამივე დაკარგული რუსი ტურისტი


ყაზბეგის რაიონში გარდაცვლილი იპოვეს სამივე დაკარგული რუსი ტურისტი. მაშველები დღეს დილიდან ეძებდნენ ზვავში მოყოლილ ტურისტებს. ადგილობრივებთან ერთად, ძებნაში მონაწილეობდნენ თბილისიდან ჩასული მაშველებიც. როსტოვის ოლქიდან საქართველოში ჩასული ოთხი ტურისტი ზვავმა მოიყოლა 10 იანვარს, მყინვარწვერიდან ჩამოსვლისას. გადარჩა ერთი მათგანი, რომელიც გუშინ მოათავსეს სტეფანწმინდის საავადმყოფოში. სამძებრო სამუშაოებს გუშინ ხელი შეუშალა უამინდობამ.
XS
SM
MD
LG