Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი კონფერენცია


თბილისში გაიმართა კონფერენცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავად. კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსმა ბართლომე პირველმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მსოფლიო პატრიარქის გარდა საქართველოში იმყოფებიან სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილე და იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის და რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციები. თბილისში იმყოფება საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოიც, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქს გადასცა ვალდიმირ პუტინის მისალოცი წერილი.
XS
SM
MD
LG