Accessibility links

ამნისტირებულ მსჯავრდებულთა საქმეები სასამართლოს გადაეცემა


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ დაიწყო ამნისტირებულ მსჯავრდებულთა საქმეების სასამართლოსთვის გადაცემა. სამინისტროს ინფორმაციით, საქმეთა რაოდენობა 18 500-ს აღწევს. მათგან 600-მდე საქმე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადასცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მიქანაძემ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა საქმეს ეტაპობრივად, 4-5 დღეში გაუგზავნიან შესაბამის სასამართლოებს, რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG