Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე ჩეხეთში მართავს ვიზიტს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე პრაღაში იმყოფება. ჩეხეთის რესპუბლიკამდე ფანჯიკიძე ლატვიას და შემდეგ ლიტვას სტუმრობდა. პრაღაში ფანჯიკიძე შეხვდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პირველ ვიცე-პრემიერს, კარელ შვარცენბერგს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრები განიხილავენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებს, უსაფრთხოების საკითხებს და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს. დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რადიო თავისუფლების შტაბბინას ეწვევა.
XS
SM
MD
LG