Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუსი რაიოტის“ წევრს უარი უთხრეს სასჯელის გადავადებაზე


რუსეთში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ,პუსი რაიოტის“ ერთ-ერთი პატიმრობამისჯილი წევრის, მარია ალიოხინას დაცვის შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების გადავადებაზე. ალიოხინას თხოვნაა, მისცენ უფლება, პატიმრობა მოიხადოს მას შემდეგ, რაც მისი ხუთი წლის ვაჟიშვილი 14 წლის გახდება. ალიოხინა შიშობს, რომ ბავშვის განვითარებას ხელს უშლის დედასთან დიდი ხნით დაშორება. მაგრამ პერმის ოლქის ქალაქ ბერეზნიკის სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსკოვის სასამართლოს, განაჩენის გამოტანამდე, უკვე გაითვალისწინებული ჰქონდა ის გარემოება, რომ ალიოხინას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რის შემდეგაც რაიმე ახალი გარემოება არ დადგენილა. ალიოხინა არის ერთ-ერთი „პუსი რაიოტის“ სამი წევრიდან, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკული პერფორმანსის ჩატარების შემდეგ. ალიოხინას მისჯილი აქვს ორი წლით პატიმრობა.
XS
SM
MD
LG