Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თვალს ადევნებს ალჟირში მძევლებთან დაკავშირებულ ვითარებას


თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ალჟირში შექმნილ ვითარებას მას შემდეგ, რაც ისლამისტმა მებრძოლებმა ადამიანების დიდი ჯგუფი აიყვანეს მძევლად - მათ შორის აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე. საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ამბობს, რომ ამ თავდასხმის თაობაზე მუდმივი კონტაქტი აქვს ალჟირის მთავრობასთან. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი აცხადებს, რომ მძევლად აიყვანა 41 პირი, მათ შორის რამდენიმე ამერიკელი და დასავლეთის სხვა ქვეყნების მოქალაქეები. თავდასხმა ოთხშაბათს, ლიბიასთან საზღვრის სიახლოვეს მოხდა. ჯგუფის წარმომადგენლის სიტყვებით, თავდასხმა მიზნად ისახავდა ალჟირის დასჯას იმის გამო, რომ ის მხარს უჭერს მალიში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციას. საფრანგეთი პარასკევს ჩაერთო თავის ყოფილ კოლონიაში მიმდინარე პროცესებში, მალის მთავრობის თხოვნით. ინტერვენციის მიზანია ისლამისტი მებრძოლების შეჩერება, რომლებიც დედაქალაქ ბამაკოსკენ მიემართებიან. საფრანგეთის სამხედროებმა ოთხშაბათს მიიტანეს პირველი სახმელეთო იერიში - მას შემდეგ, რაც ექვსი დღის განმავლობაში ჰაერიდან ბომბავდნენ მეამბოხე ისლამისტების პოზიციებს.
XS
SM
MD
LG