Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძლეოსანთა ნაწილი ლადო ვარძელაშვილის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს


"უფლებადამცველთა გაერთიანება" და მძლეოსანთა საინიციატივო ჯგუფი ლადო ვარძელაშვილისა და მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსი ახვლედიანის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს. კავკასიურ სახლში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ და მძლეოსანთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მძლეოსნობის ფედერაციის გასაძლიერებლად გამოყოფილი თანხები პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს, გააყალბეს სპორტული შეჯიბრებები და რეკორდები და სპორტსმენები წინასაარჩევნო დარბევებში გამოიყენეს.
XS
SM
MD
LG