Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ბოკუჩავა: მაია ფანჯიკიძის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იყო


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს. პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ, რომლის შეფასებით, საქართველოს ურთიერთობა გაურთულდა ყველა მეზობელ ქვეყანასა და პარტნიორებთან დასავლეთიდან, მაია ფანჯიკიძე დღეს დანიშნულ სხდომაზე 15 იანვარს მიიწვია. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობას ეცნობა, რომ მინისტრს დღეს დაგეგმილი აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის გადადებაც შეუძლებელია. ამ ფაქტის გამო საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა მაია ფანჯიკიძის გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი ორი მიზეზით უწოდა. ”ერთი მხრივ, მინისტრს პასუხები უნდა გაეცა შეკითხვებზე ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ, მეორე მხრივ კი, მინისტრის არმოსვლა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს იგნორირებაა", - განაცხადა დარჩიაშვილმა. საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ფრაქციისთვის დღეს დილითაც კი არ იყო ცნობილი, რომ მაია ფანჯიკიძე სხდომას არ დაესწრებოდა. ბოკუჩავას განცხადებით, მისასალმებელია, თუ შეხვედრის ახალი თარიღი შეთანხმდება, თუმცა ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იყო.
XS
SM
MD
LG