Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო ეჭვმიტანილია პარლამენტარის მკვლელობის დაკვეთაში


უკრაინის გენერალური პროკურორის, ვიქტორ პშონკას განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამჟამად შვიდწლიან პატიმრობას იხდის ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, შესაძლოა, ემუქრებოდეს სამუდამო პატიმრობა მკვლელობაში ბრალდების საფუძველზე. პშონკას თქმით, ტიმოშენკოს შეატყობინეს, რომ ეჭვმიტანილია უკრაინელი ბიზნესმენისა და პარლამენტარის, ევგენი შჩერბანის მკვლელობის დაკვეთაში. გენერალური პროკურორის თქმით, გამომძიებლებს მოპოვებული აქვთ იმის საკმარისი მტკიცებულება, რომ ტიმოშენკოსა და უკრაინის ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პავლო ლაზარენკოს მიერ იქნა დაკვეთილი და დაფინანსებული 1996 წელს შჩერბანის მკვლელობა. ტიმოშენკო და ლაზარენკო ბრალდებას უარყოფენ. ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა ტიმოშენკოს ადოკატმა, სერგეი ვლასენკომ.
XS
SM
MD
LG