Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში პოლიტიკოსს ტრიბუნაზე დაესხნენ თავს


შაბათს ბულგარეთში ოპოზიციური პარტიის „მოძრაობა თავისუფლებისა და სამართლიანობისაკენ“ ლიდერს ახმედ დოღანს დაესხნენ თავს. იუწყებიან, რომ აქტივისტების ყრილობაზე, როდესაც ტრიბუნაზე დოღანი მივიდა, უცნობმა პირმა მას პისტოლეტი მიუშვირა, თუმცა გასროლა ვერ მოასწრო. თავდამსხმელი კრიმინალური წარსულის ეთნიკური თურქი აღმოჩნდა. მის საქციელის მოტივი უცნობია. პარტია „მოძრაობა თავისუფლებისა და სამართლიანობის“ ძირითადად, ბულგარეთში მცხოვრები თურქი უმცირესობის ინტერესებს იცავს. პარტიის ყრილობაზე შაბათს დელეგატები ხელმძღვანელობის გადარჩევას გეგმავდნენ.
XS
SM
MD
LG