Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ ბედუკაძეს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებების გახმაურება ეკრძალება


თბილისის საქალაქო საამართლოს მიერ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ „ციხის კადრების“ ავტორს, ვლადიმერ ბედუკაძეს, პროკურატურამ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებების გახმაურება აუკრძალა. ბედუკაძის განცხადებით, მან პროკურატურას უკვე გადასცა ახალი კადრები, თუმცა გუშინ სასამართლოზე მას პროკურატურმა მისცა გაფრთხილება, რომ ეს კადრები საქვეყნოდ აღარ გაევრცელებინა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბედუკაძემ პასპორტი და პირადობის მოწმობა უნდა ჩააბაროს. მისი თქმით, ის მზადაა გამოძიებათან ითანამშრომლოს და მადლობელია იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის, რომ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მისცეს. ბედუკაძეს 2000-ლარიანი გირაოს გადახდა 10 დღის ვადაში მოუწევს. ამ ცნობას "მედიანიუსი" ავრცელებს.
XS
SM
MD
LG