Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი პაკისტანთან ურთიერთობას გადახედავს


განაცხადა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მანმოჰან სინგჰმა მას მერე, რაც ორი ქვეყნის სადავო რეგიონ ქაშმირში, მათი საერთო საზღვრისპირას, შეტაკებები მოხდა. პრემიერის თანახმად, ურთიერთობათა განხილვა გამოიწვია პაკისტანელი სამხედროების მიერ ინდოეთის ჯარისკაცების „არაადამიანურმა“ დახოცვამ. სინგჰის თქმით, ინდოეთს პაკისტანთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურს, მაგრამ მოუწოდა ტრადიციულ მეტოქეს, დაადასტუროს, რომ ისიც მშვიდობიან ურთიერთობას ესწრაფვის. 6 იანვრის შემდეგ სულ მცირე ორი ინდოელი და სამი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიხოცა შეტაკებების დროს. ორ მხარეს ქაშმირში ზავი აქვს დადებული 2003 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG