Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრინცს დაუსრულდა ავღანეთში სამხედრო სამსახურის ვადა


ბრიტანეთის პრინცი ჰარი შინ ბრუნდება ავღანეთში სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ. ელისაბედ მეორის შვილიშვილი, რომელიც რიგით მესამეა ტახტის მემკვიდრეთა სიაში, აცხადებს, რომ ავღანეთში „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენის მეორე პილოტის პოზიციიდან იბრძოდა თალიბების წინააღმდეგ. როცა ვიღაცეებს სურთ, ცუდი რამ გაუკეთონ ჩვენს ბიჭებს, ჩვენ მათ გზიდან ვიცილებთო, უთხრა პრინცმა დასავლელ ჟურნალისტს. ის მეორედ იყო ავღანეთში, ხუთთვიანი ვადით.
XS
SM
MD
LG