ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საგანგებო ჯგუფს დაავალა ციხეებში პატიმართა წამების შესახებ გაეროს ბრალდების გამოძიება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელი განცხადებით, ჯგუფი გამოიძიებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „წამების, არადამიანური მოპყრობის, სიკვდილით მუქარის და სქესობორივი ძალადობის“ ბრალდებებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს ორ კვირაში უნდა წარუდგინონ გამოძიების შედეგები, რასაც სათანადო ზომები მოჰყვება. ავღანეთში გაეროს მხარდამჭერმა მისიამ კვირას წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ „წამება კვლავაც რჩება სერიოზული შეშფოთების გამომწვევ პრობლემად ავღანეთის მრავალ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“. ავღანეთის ხელისუფლება უარყოფს ინფორმაციას, რომლებსაც გაეროს ანგარიში მოიცავს.
ყველაზე პოპულარული
1