ბელგრადში გადაასვენეს იუგოსლავიის უკანასკნელი მეფის, ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის წინ ემიგრაციაში გარდაცვლილი პეტარ მეორის ნეშტი. ბელგრადის აეროპორტში გამართულ სამხედრო ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩიც დაესწრო. მეფის ნეშტი ჯერ დასვენებული იქნება ბელგრადის სამეფო რეზიდენციაში, რათა მოქალაქეებს მიეცეთ მისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა. შემდეგ ნეშტს დაკრძალავენ ეკლესიაში, სადაც განისვენებენ მისი წინაპრები - კარაჯორჯევიჩების დინასტიის წარმომადგენლები. პეტარ მეორე ლონდონში გაიქცა 1941 წელს, იუგოსლავიის სამეფოზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმის შემდეგ. 1945 წელს, როცა იუგოსლავიაში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, მას აუკრძალეს სამშობლოში დაბრუნება.
ყველაზე პოპულარული
1