Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში აქტივისტს მონარქიის ცილისწამებისთვის 10 წლით მიესაჯა პატიმრობა


ტაილანდში აქტივისტს და ჟურნალისტს 10 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, ქვეყნის მონარქიის ცილისწამების ბრალდებით. სომიოტ პრუესაკასემსუკი გაასამართლეს ორი სტატიის გამო, რომლებიც მან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ თავის ჟურნალში გამოაქვეყნა. პროკურორების თქმით, სტატიებში გაკრიტიკებული გამოგონილი ფიგურა სინამდვილეში მეფე პუმპიონ ადულიადეტს გამოხატავდა. სასამართლოს გადაწვეტილება დაგმეს უფლებადამცველებმა და ევროკავშირმა - მათი განცხადებით, გადაწვეტილება სიტყვის თავისუფლებას უთხრის ძირს. სტატიები 2010 წელს გამოქვეყნდა - თუმცა ჟურნალისტი და აქტივისტი ერთი წლის შემდეგ დააპატიმრეს, როცა მან სამეფო ცილისწამების კანონის გადახედვის მოწყობით პეტიცია წამოიწყო. ამ კანონით მონარქიისთვის ცილისწამება 15 წლით თავისუფლების აღკვეთით იჯება. დაპატიმრებული ჟურნალისტი მხარდს უჭერს გადაყენებული პრემიერ-მინისტრის, ტაკსინ ჩინავატას ერთგულ ჯგუფს, „წითელ პერანგებს“. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ვერდიქტს გაასაჩივრებს.
XS
SM
MD
LG