Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სირიიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო


ოთხშაბათს საღამოს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ორი თვითმფრინავი დაეშვა, რომლითაც სირიიდან 77 მოქალაქე დაბრუნდა რუსეთში. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს მასობრივი ევაკუაციის დაწყებას. რეისები ლიბანის გავლით განხორციელდა. სავარაუდოდ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსეთის ხელისუფლების თანახმად, სირიაში რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე იმყოფება. ბევრი მათგანი სირიის მოქალაქეებზეა დაქორწინებული და იქ ოჯახები ჰყავთ. რუსეთი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ყველაზე ერთგული მხარდამჭერია.
XS
SM
MD
LG