Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა გააუქმა საბრძოლო მოქმედებებში ქალთა მონაწილეობის აკრძალვა


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აუქმებს აკრძალვას, რომელიც დაწესებული იყო ფრონტის ხაზზე საბრძოლო ოპერაციებში ქალთა მონაწილეობაზე. ამ გადაწყვეტილების მომხრეები აკრძალვის გაუქმებას მიიჩნევენ ისტორიულ ნაბიჯად შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობისაკენ. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯეი კარნიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ახალ კურსს. საბრძოლო ოპერაციებში ქალთა მონაწილეობის აკრძალვა 1994 წელს დაწესდა.
XS
SM
MD
LG