Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აკრიტიკებს რუსეთის კანონპროექტს „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ თაობაზე


აშშ აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკოსებს იმ წინასწარი თანხმობის გამო, რომელიც მათ მისცეს მოზარდებს შორის ე.წ. „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ ამკრძალავ კანონპროექტს. რუსეთის სათათბირომ კანონპროექტს პირველი მოსმენით პარასკევს, თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი - მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა თავი. ფედერალური კანონი მსგავსია კანონების, რომლებიც უკვე მოქნედებს რუსეთის ცხრა რეგიონში. ამ კანონით აიკრძალება სექსუალურ უმცირესობათა მხარდასაჭერი ღია აქციების მოწყობა. ცალკეულ პირებს, რომლებსაც კანონის დარღვევა დაუმტკიცდებათ, 5000 რუბლის (165 დოლარის) გადახდა მოუწევთ, კომპანიებს - 500,000 რუბლის (165,000 დოლარის). სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ვიქტორია ნულანდის თქმით, ობამას ადმინისტრაცია შეშფოთებულია, რომ ამ კანონპროექტით ძლიერად შეიზღუდება როგორც ლგბტ ჯგუფების წარმომადგენლების, ისე ზოგადად, რუსეთის მოქალაქეების გამოხატვის და შეკრების თავისუფლებები. მან რუსეთს მოუწოდა უერთგულოს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და უზრუნველყოს ყველა მოქალაქის დემოკრატიული უფლებების დაცვა, დისკრიმინაციის გარეშე.
XS
SM
MD
LG