Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე 120 ადამიანი - შესაძლოა ბევრად მეტი - დაიღუპა ბრაზილიის სამხრეთში, კვირას დილით ადრე ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ქალაქ სანტა-მარიაში განთავსებული ღამის კლუბის, „Kiss”ის ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება გვამების ძებნა. არის ვარაუდი, რომ დაღუპულთა საბოლოო რაოდენობამ შესაძლოა 200-ს გადააჭარბოს. გავრცელებული ცნობებით, ხანძრის გაჩენის მომენტში ღამის კლუბში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ხმის საიზოლაციო სისტემაში გაჩენილი ცეცხლი გახდა, ფოიერვერკის შოუს დროს.
XS
SM
MD
LG