Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში ფრანგი ჯარისკაცები აკონტროლებენ ქალაქ ტიმბუქტუს აეროპორტს


საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ჯარისკაცები აკონტროლებენ ჩრდილოეთ მალიში მდებარე ქალაქ ტიმბუქტუს მიმდებარე ტერიტორიებს მაშინ, როცა თვით ტიმბუქტუ ჯერ ისლამისტი მეამბოხეების ხელშია. პოლკოვნიკ ტიერი ბურკარდის განცხადებით, სახმელეთო ჯარებმა დესანტისა და ვერტმფრენების მხარდაჭერით კონტროლი დაამყარეს აეროპორტზე და ტიმბუქტუსაკენ მიმავალ გზებზე. პრესმდივნის განმარტებით, მალის ჯარები შევლენ ტიმბუქტუში და მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ბრძოლა ქალაქში, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ალ-ყაიდის მოკავშირე მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციას მხარს უჭერენ გაეროს უშიშროების საბჭო, შეერთებული შტატები და ევროკავშირი.
XS
SM
MD
LG