Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანის თქმით, კოალიციაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კოალიცია "ქართული ოცნებიდან" წასვლას არ აპირებს, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, ალასანიას თანაპარტიელმა თეა წულუკიანმა განუცხადა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, თითქოს თავდაცვის მინისტრი კოალიციის დატოვებას გეგმავს. თეა წულუკიანის თქმით, კოალიციაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს და ხელისუფლებას აქვს მკვეთრად დასავლური კურსი. "ჩვენი ამოცანაა, გავხდეთ ნატოს წევრი და ჯიუტად ვივლით ამ გზაზე, რომელიც საკმაოდ რთული, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთადერთია”, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერ მეზობელთან, მათ შორის თურქეთსა და რუსეთთან.
XS
SM
MD
LG