Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაი სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარედან ჩარევის საშიშროებაზე საუბრობს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მიიჩნევს, რომ ტალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას მშვიდობის უმაღლესმა საბჭომ უნდა უხელმძღვანელოს. სამშაბათს კარზაიმ მოუწოდა პოლიტიკურ ოპონენტებს, არ ჩაერიონ მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მთავრობის ორგანიზებით მიმდინარეობს. ავღანეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უცხოეთის სახელმწიფოებმა მოუწოდეს ზოგიერთ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას და ოპოზიციონერ ლიდერს, რათა სხვა არხების მეშვეობით სცადონ ტალიბებთან მოლაპარაკებების გამართვა. სამშვიდობო პროცესს მხოლოდ მაშინ ექნება შედეგი, როდესაც ქვეყანა ერთიანია, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა. კარზაიმ ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთის სახელმწიფოები, მათ შორის აშშ-მა, დასავლეთის სახელმწიფოებმა და ავღანეთის მეზობლებმა თავი უნდა შეიკავონ ავღანეთის სამშვიდობო პროცესში ჩარევისაგან.
XS
SM
MD
LG