Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კირვალიძის განცხადებით, ვაუჩერების დარიგება უახლოეს დღეებში დაიწყება


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი დასრულებულია. მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ დავით კირვალიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა აღრიცხვა, რომელიც ჩატარდა და შესაბამისად, საერთო ჯამში აღიწერა 800 000 ნაკვეთი. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 600 000-ზე მეტი ადამიანი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მიიღებს მინიმუმ 300-ლარიან ვაუჩერს. კირვალიძის განმარტებით, თანხა განისაზღვრება ჰექტარის მიხედვით და შესაბამისად გაიზრდება, რისთვისაც საერთო ჯამში 600-700 მილიონი ლარი დაიხარჯება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ვაუჩერების დარიგება უახლოეს დღეებში დაიწყება.
XS
SM
MD
LG