Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში გრძელდება სტიქიით დაზარალებულთა ნაწილის საპროტესტო აქციები


კახეთში სტიქიით დაზარალებულთა ნაწილი საპროტესტო აქციებს განაგრძობს. კომპენსაციის დამდგენ კომისიებს დღეს უნდობლობა გამოუცხადეს ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მოსახლეობის ნაწილი ირწმუნება, რომ შესაბამისმა კომისიებმა ზარალის მოცულობა არასწორად შეაფასეს და კომპენსაცია მიკერძოებულად გაანაწილეს. ვითარების გარკვევას მეორე დღეა ადგილზე ცდილობენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსახლეობის პრეტენზიების შესწავლასა და პრობლემებზე რეაგირებას აპირებს და საჭიროების შემთხვევაში, ზარალის დამთვლელი კომისიები ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდება.
XS
SM
MD
LG