Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა


მეხუთე დღეა თბილისში გაფიცულები არიან მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებიც მათთვის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებას, ყოველდღიური გეგმით გათვალისწინებული გადასახადის შემცირებას და მგზავრობის ტარიფის გადახედვას მოითხოვენ. 17 საათისთვის უნდა განახლდეს მძღოლების მიერ შექმნილი სიანიციატივო ჯგუფის წევრთა მოლაპარაკება მერიისა და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებთან, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგად გაფიცვა შეწყდება. თავად მძღოლებმა დღეს განაცხადეს, რომ მათი გაფიცვის შეწყვეტა ძირითადად დამოკიდებულია ყოველდღიური გეგმით გადასახდელი თანხის შემცირებაზე.
XS
SM
MD
LG