Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება უარყოფს რუსი დიპლომატის განცხადებას


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას დსთ-სთან დაკავშირებით ღიმილის მომგვრელს და არასერიოზულს უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ევდოკიმოვმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილით უნდა მოხდეს. საქართველომ დსთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. როგორც პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ის ორგანიზაციები, რომლის წევრობაც უნდა. "ეს არის ევროკავშირი და ნატო. ამ პრიორიტეტებს ნამდვილად არ შევიცვლით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
XS
SM
MD
LG