Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტობის დაჭრილ კანდიდატს ოპერაცია ჩაუტარდა


ერევანში ოპერაცია ჩაუტარდა პრეზიდენტობის დაჭრილ კანდიდატს, პარუირ ჰაირიკიანს, რომელსაც მხრიდან ტყვია ამოუღეს. 63 წლის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წუხელ ესროლეს თავის სახლთან, ერევანში. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჭრილობა საფრთხეს არ უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. ჰაირიკიანი, პარტია „ეროვნული თვითგამორკვევის კავშირის“ თავმჯდომარე, არ იყო მიჩნეული საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების სერიოზული შანსის მქონე კანდიდატად. ნათელი არ არის, შეძლებს თუ არა ის მონაწილეობას 18 თებერვლისათვის დანიშნულ არჩევნებში, რომელშიც ამჟამინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის მეორე ვადით გამარჯვებას მოელიან. სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად, კენჭისყრა შესაძლოა გადაიდოს, თუ რომელიმე კანდიდატი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG