Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში განახლდა საპროტესტო აქციები


ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციებზე ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. კაიროში აქციები გაიმართა ტაჰრირის მოედანზე და პრეზიდენტის სასახლესთან. დემონსტრაციის შესახებ იუწყებიან სუეცის არხთან მდებარე ქალაქ პორტ საიდიდანაც. ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნისა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისაკენ. ეგვიპტეში დაპირისპირება გრძელდება მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში საპროტესტო აქციებით აღნიშნეს ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის საწინააღმდეგო გამოსვლების დაწყების მეორე წლისთავი.
XS
SM
MD
LG