Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეჰუდ ბარაკმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააგრძელოს თეირანზე ზეწოლა


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააგრძელოს თეირანზე ზეწოლა, რათა ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. კვირას მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ბარაკმა თქვა, რომ დღეს ირანი ნაკლებად სახიფათო და ძვირადღირებულია როგორც ეკონომიკური, ისე ადამიანთა სიცოცხლის თვალსაზრისით, ვიდრე ბირთვული ირანი შეიძლება იყოს მომავალში. მან დასძინა, რომ ისრაელს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი ირანის შეჩერება, ის საამისოდ „ყველა შესაძლო საშუალებას“ განიხილავს და სხვა ქვეყნებისგანაც იმავეს მოელის.
XS
SM
MD
LG