Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტი აპირებს, ნორმალიზებაზე ესაუბროს სერბ კოლეგას


კოსოვოს პრეზიდენტი ატიფეტე იაიაგა, რომელიც ხვალ შეხვდება სერბ კოლეგა ტომისლავ ნიკოლიჩს, აცხადებს, რომ მას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებაზე ესაუბრება. შეხვედრა ევროკავშირის ეგიდით ჩატარდება. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში კოსოვოს პრეზიდენტს არ უთქვამს, დაგეგმილია თუ არა რაიმე შეთანხმების გაფორმება. „ეს შეხვედრა სიმბოლურია, მაგრამ თან მნიშვნელოვანიც, რადგან არის კოსოვოს რესპუბლიკისა და სერბიის რესპუბლიკის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა, რაც განიხილება, როგორც წარმატება ორი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებისა და წინსვლისათვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის ხელშეწყობით მიმდინარე დიალოგს, რომელსაც ჩვენი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ - პროცესს, რომელსაც მტკიცე მხარდაჭერას უწევს შეერთებული შტატები“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კოსოვოს პრეზიდენტმა. კოსოვომ, სადაც უმრავლესობაში არიან ეთნიკური ალბანელები, 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG