Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი „ჰიზბოლას“ ადანაშაულებს ბურგასში ავტობუსის აფეთქებაში


ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ცვეტან ცვეტანოვი ლიბანში დაფუძნებულ გასამხედროებულ ჯგუფს, „ჰიზბოლას“ აკისრებს პასუხისმგებლობას აფეთქებაზე, რომელიც შარშან, ივლისში მოეწყო ბულგარეთის ზღვისპირა კურორტ ბურგასში. ავტობუსში აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი ისრაელელი ტურისტი და ავტობუსის მძღოლი. ცვეტანოვის მონაცემებით, თავდასხმაში მონაწილეობდა სამი ადამიანი, რომელთაგანაც ერთ-ერთს კანადის პასპორტი ჰქონდა, მეორეს კი ავსტრალიის. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ორი ადამიანი იყო „ჰიზბოლას“ გასამხედროებული ჯგუფის წევრი. ისრაელმა უფრო ადრე დაადანაშაულა ბურგასის აფეთქებაში "ჰიზბოლა", ისევე როგორც ირანი. ირანი ბრალდებას უარყოფდა, ხოლო „ჰიზბოლას“ არ გაუკეთებია ამ საკითხზე კომენტარი.
XS
SM
MD
LG