Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა. სამინისტროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთან ერთად დაათვალიერა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრი, ვიდეოკონფერენციისას ესაუბრა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფების მეთაურებს და სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. „კარგად ვაცნობიერებთ, რომ თქვენ სამშობლოს ემსახურებით, ვამაყობთ, რომ პირადად ხართ ჩართულნი საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო პროცესში და ამით ძალიან დიდ სამსახურს უწევთ სამშობლოს და მთლიანად მსოფლიოს“ - განუცხადა ავღანეთში მყოფ სამხედრო მეთაურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა საქართველოში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების მეთაურებსაც. „საქართველოს მთავრობა და თქვენი მინისტრი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველმა სამხედროებმა ღირსეული სამსახური შეძლონ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG