Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდა უმრავლესობას


საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ. შალვა ნათელაშვილმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ალბათ, აღარავის ეპარება ეჭვი ივანიშვილის და სააკაშვილის გარიგებაში, რომლითაც პრემიერმა უარი თქვა დაეწყო იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ შეცდომის გამოსწორება გვიან არასდროსაა.” ლეიბორისტთა ლიდერი უმრავლესობას მიმართავს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის თვალწინ დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება იმპიჩმენტის პროცედურისთვის. "მივმართავ ივანიშვილს, არ გაქვს უფლება ცოდვები ჩამოაწერო წინამორბედს, ამიტომ დაიწყე იმპიჩმენტის პროცედურა და თუ ამას ვერ გააკეთებ, წადი და დაწყებულ საქმეს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა ნათელაშვილმა.
XS
SM
MD
LG