Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შს-თა მინისტრი სიმშვიდისაკენ მოუწოდებს დემონსტრანტებს


თბილისში ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან არეულობასთან დაკავშირებით მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მან განაცხადა, რომ პასუხს აგებს არეულობის დროს კანონდარღვევაში მონაწილე ყველა პირი. ღარიბაშვილმა სიმშვიდისაკენ მოუწოდა ბიბლიოთეკასთან მყოფებს. „მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს: მე მესმის მათი გაღიზიანების, მესმის მათი პროტესტის მიზეზი, მაგრამ მე მოვუწოდებ სიმშვიდისაკენ და დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია“, განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობების თანახმად, აქციის მონაწილეთა ნაწილი უკვე ტოვებს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიას.
XS
SM
MD
LG