Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იუშჩენკო პარტიიდან გარიცხეს და ისევ დააბრუნეს


პარტია „ჩვენი უკრაინის“ კიევის ორგანიზაციამ გარიცხა პარტიის ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მალევე, რამდენიმე საათში გააუქმა პარტიის პოლიტსაბჭომ. პარტიის კიევის განყოფილების განცხადებით, იუშჩენკოს გადაწყვეტილებამ, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს შეეცვალა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში პარტიის საოლქო კომიტეტების შემადგენლობა, ზიანი მიაყენა პარტიის პრესტიჟს. პარტიის კიევის ორგანიზაციის შეფასებით, იუშჩენკო სისტემატურად არღვევდა პარტიის წესდებას. მოგვიანებით, პარტია „ჩვენი უკრაინის“ პოლიტიკურმა საბჭომ განაცხადა, რომ იუშჩენკო პარტიის წევრად რჩება.
XS
SM
MD
LG