Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიაში მთვარის კალენდრით ახალ წელს ზეიმობენ


მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ზეიმობს მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომას. ბევრისთვის აზიაში ეს არის წლის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, რომელსაც მთელი კვირა იზეიმებენ. პეკინში ცა ღამის 12 საათზე ფოიერვერკებმა გაანათა, მთელს ჩინეთში ასიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში ახალი წლის შესახვედრად. ჩინური ასტროლოგიური კალენდრით, დადგა „გველის წელიწადი“. ის, ზოგადად, ნაკლებად იღბლიანად ითვლება, ვიდრე გასული, „ურჩხულის წელი“.
XS
SM
MD
LG