Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში უარი თქვეს პაკისტანის პრეზიდენტის საქმის ხელახლა განხილვაზე


შვეიცარიის მთავრობამ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, არ განახლდეს პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის კორუფციაში ბრალდების გამოძიება. მედიაში გავრცელებული ცნობებით, პაკისტანის მთავრობამ შაბათს მიიღო შესაბამისი, ოფიციალური შეტყობინება შვეიცარელი პროკურორებისაგან. პაკისტანის მთავრობამ ნოემბერში მიმართა შვეიცარიას თხოვნით, განახლდეს გამოძიება ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა ზარდარიმ მილიონობით დოლარი მიითვისა სახელმწიფო სახსრებიდან და ფული ჩარიცხა მისი მეუღლის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე შვეიცარიაში. ზარდარის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 1990-იან წლებში, მაგრამ დევნა შეჩერდა 2007 წლის ამნისტიის შედეგად. 2009 წელს პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ დაავალა მთავრობას გამოძიების განახლება, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG