Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია არ ადასტურებს ვიცე-მერის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია


თბილისის ვიცე-მერის ტარიელ ხიზანეიშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სააგენტოებს ინტერპრესნიუსს და ჯიეიჩენს დედაქალაქის მერიაში არ დაუდასტურეს. ცნობა, რომ ხიზანეიშვილმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც სოციალური ქსელით გამოქვეყნდა მისი ჩვენება, რომლის თანახმად, ტარიელ ხიზანეიშვილი "თბილსერვის ჯგუფში” ახალი განყოფილების შექმნას და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ფორმალურად დასაქმებას გიგი უგულავას დავალებას უწოდებს. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სააგენტო ინტერპრესნიუსს განუმარტეს, რომ ხიზანეიშვილის ჩვენება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროდ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა და ამიტომ ვერც იმას დაადასტურებს, ან უარყოფს შეესაბამება თუ არა სინამდვილეს სოციალური ქსელით გავრცელებული ჩვენება. ”თბილსერვის ჯგუფში” ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ფორმალურად დასაქმების გამო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს კიდევ ერთხელ დაიკითხა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი.
XS
SM
MD
LG